პრობლემების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია მშობელთა მზრუნველობას მოკლებული, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მიუსაფარი ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნა. საქართველოში ეტაპობრივად განხორციელდა ბავშვთა დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებიდან ბავშვების გადაყვანა მცირე ზომის ალტერნატიული ზრუნვის ფორმებში, მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, სადაც ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფაა შესაძლებელი. 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 46 საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს, სადაც ცხოვრობს დაახლოვებით 300 ბავშვი. მიუხედავად რეფორმის წარმატებით მიმდინარეობისა, პრობლემად რჩება იმ ბენეფიციარების მხარდაჭერა, რომლებიც 18 წლის ასაკში იძულებულნი ხდებიან დატოვონ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რადგან სახელწიფო წყვეტს სრუწლოვანის ვაუჩერულ დაფინანსებას გამონაკლისი შემთხვევების გარდა. კომპანია „ნატახტარის“ ინიციატივით შეიქმნა „ფონდი ნატახტარი“, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დაფინანსდნენ ის მოზარდები, რომლებსაც დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად დახმარება სჭირდებათ. „ფონდი ნატახტარისა“ და „ასოციაცია ჩვენი სახლის“ ერთობლივი პროექტი „იზრუნე მომავალზე“